ამირან გამყრელიძე - სჯობს, ბათუმის ბულვარში სეირნობისას ატაროთ პირბადე, ახლა ვიცი, გამაკრიტიკებენ, მაგრამ საკუთარი და სხვისი დაცვისთვის სასურველია, გვეკეთოს პირბადე
ამირან გამყრელიძე - სჯობს, ბათუმის ბულვარში სეირნობისას ატაროთ პირბადე, ახლა ვიცი, გამაკრიტიკებენ, მაგრამ საკუთარი და სხვისი დაცვისთვის სასურველია, გვეკეთოს პირბადე

დღეს საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენეთ საკითხი, რომ მონიტორირების მექანიზმები უნდა გამკაცრდეს არა ჯარიმით, არამედ მითითებებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადე არის ყველაზე ძლიერი დაცვის საშუალება.

„ვთქვათ, როდესაც ავტობუსში ვსხედვართ და ვინმეს არ უკეთია პირბადე, უნდა ვუთხრათ, რომ გაიკეთოს. ყველაზე ძლიერი დაცვის საშუალება არის პირბადე. მაგალითად, მომხრე ვარ, რომ ღია სივრცეებში, იქ, სადაც ხუთი და ათი ადამიანი იკრიბება, ვატაროთ ბირბადე. დრო რომ მქონდეს, მეც სიამოვნებით ვისეირნებდი ბათუმის ბულვარში. რასაც ბათუმის ბულვარში ვუყურებთ, იმდენი ხალხი რომ სეირნობს, სჯობს, საკუთარი და სხვისი დაცვისთვის სეირნობის დროს ატარონ პირბადე. ახლა, ვიცი, გამაკრიტიკებენ. სეირნობის დროს და როცა ბევრი ადამიანია, დისტანციას ვერ იცავენ, ამ შემთხვევაში, სასურველია, რომ გვეკეთოს პირბადე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.