ამირან გამყრელიძე - შიდა ტურიზმი წელს მეტად უნდა განვითარდეს, მინდა, საქართველო ყველამ უკეთ გავიცნოთ
ამირან გამყრელიძე - შიდა ტურიზმი წელს მეტად უნდა განვითარდეს, მინდა, საქართველო ყველამ უკეთ გავიცნოთ

შიდა ტურიზმი წელს ქვეყანაში მეტად უნდა განვითარდეს, პირდაპირ გეტყვით, ეს ჩემი პერსონალური აზრია და მინდა, საქართველო ჩვენ ყველამ რაც შეიძლება მაქსიმალურად უკეთ გავიცნოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შიდა ტურიზმის განვითარების საფუძველს იძლევა.

„წავიდეთ და ვიაროთ, რადგან შიგნით, ჩვენდა საბედნიეროდ, ინფექციის მაჩვენებელი დიდი არ გვაქვს და ამ თვალსაზრისით არ ვართ ინფიცირებული. თუ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არ გვაქვს ის, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ გვაქვს სიმპტომები, აუცილებლად მივაკითხოთ ექიმს, დავურეკოთ ტელეფონზე 112-ზე და შესაბამისად მოვიქცეთ.

რაც შეეხება ტესტების ნაწილს, ჩვენ ტესტირებას ძალინ სერიოზულად ვაფართოებთ. გავაოთხმაგეთ „პისიარ“ ტესტირება. მაისში უკვე გვაქვს 1500-დან 1600-მდე საშუალოდ ტესტები და დაახლოებით 3000-მდე ავალთ ივნისში დღიურად. შემდგომ კიდევ მეტი ტესტი იქნება ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ეს აუცილებელია და ამ სიმძლავრეებს სერიოზულად ვაფართოვებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ

მისივე თქმით, ეკონომიკის გახსნის პარალელურად მიმდინარეობს მსჯელობა ელიავასა და ღია ბაზრობების გახსნის თარიღთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში.

„ეკონომიკის გახსნის პროცესი დაწყებულია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად და ნაბიჯ-ნაბიჯ. კონკრეტულ რიცხვს ვერ გეტყვით“, – განაცხადა გამყრელიძემ.