ამირან გამყრელიძე - შემთხვევების ზრდა კიდევ გვექნება, ჩვენი გათვლით, ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში პიკში შევალთ
ამირან გამყრელიძე - შემთხვევების ზრდა კიდევ გვექნება, ჩვენი გათვლით, ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში პიკში შევალთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პიკი, დაახლოებით, ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში იქნება. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

„ნუ მივეცემით ნურც პანიკას და ნურც დამშვიდებას. შემთხვევების ზრდა კიდევ გვექნება. ნახეთ, რომ გუშინდელთან შედარებით, დაახლოებით 200-ით არის მომატებული. ეს ზრდა ჯერ გაგრძელდება. ჩვენი გათვლით, პიკში შევალთ დაახლოებით ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751.  ამასთან, კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 183-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.