ამირან გამყრელიძე - საზოგადოების მხრიდან იგივე დამყოლობა თუ იქნება, შემოდგომასაც შედარებით მსუბუქად გადავიტანთ, ამასობაში გაჩნდება ვაქცინა და კაცობრიობა კოვიდს დაამარცხებს
ამირან გამყრელიძე - საზოგადოების მხრიდან იგივე დამყოლობა თუ იქნება, შემოდგომასაც შედარებით მსუბუქად გადავიტანთ, ამასობაში გაჩნდება ვაქცინა და კაცობრიობა კოვიდს დაამარცხებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება თუ შენარჩუნდება, სწავლის დაწყებას საფრთხე არ შეექმნება.

მისივე თქმით, ვირუსის 15-20 ახალი შემთხვევა მართვადია.

„თუ შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას, რაც დღეს გვაქვს (ერთეული შემთხვევები, 15-20 არ არის პრობლემა, ეს მართვადია), მაშინ სწავლაც დაიწყება, სხვა შემსუბუქებებიც თანდათან იქნება. ახლა გავდივართ შუა ხაზზე, ბალანსზე. ერთი მხრივ შემსუბუქება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ხალხს შემოსავალი სჭირდება, მეორე მხრივ, სწრაფი პასუხი, თუ რამე ჩნდება და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა.

ამ ექვს თვეში ბევრი რამ ვისწავლეთ. ახლა ქვეყანა უფრო მზად არის. თუ საზოგადოების მხრიდან იქნება იგივე დამყოლობა, რაც იყო მარტში, აპრილში და დიდი მადლობა საზოგადოებას, მაშინ დარწმუნებული ვარ, შემოდგომასაც შედარებით მსუბუქად გადავიტანთ. ამასობაში გაჩნდება ვაქცინა და დარწმუნებული ვარ, კაცობრიობა კოვიდს დაამარცხებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“.