ამირან გამყრელიძე – საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის

18:46, 06.02.2021

საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ბევრი, დაახლოებით 30-ზე მეტი ნიმუში იყო გამოკვლეული, სადაც რეინფიცირებაზე იყო ეჭვი. უმრავლესობა უკუდგებულია. ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს გენეტიკური კვლევები. საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი