ამირან გამყრელიძე - საპანიკო არაფერია, პროცესი მართვადია, ჩვენ ამ პანდემიიდან ნაკლები დაზიანებით გამოვალთ
ამირან გამყრელიძე - საპანიკო არაფერია, პროცესი მართვადია, ჩვენ ამ პანდემიიდან ნაკლები დაზიანებით გამოვალთ

საპანიკო არაფერია, პროცესი მართვადია. ჩვენ ამ პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვალთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორი კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს მართავს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ მოსახლეობასთან კოორდინირებული მუშაობით ინფექციას შევაკავებთ, რათა მან არ მიიღოს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ხასიათი. ახალ შემთხვევებს, რაც გვაქვს ყოველდღე – იქნება ეს 300, 400, 500, 600 თუ ა.შ. დარმერწმუნეთ, საქართველოს ჯანდაცვის სექტორი და საზოგადოება ერთად ვმართავთ. დარწმუნებული ვარ, ამ პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვალთ. აქ ძალიან დიდი იმედი გვაქვს მოსახლეობის გვერდში დგომის, როგორიც გახლდათ გაზაფხულზე და შევძელით, რომ აგვისტოს ბოლომდე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გავრცელების ქვეყანა ვიყავით. დარწმუნებული ვარ, პანდემიის დასასრულისთვის საქართველო პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა იქნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს, ექიმების და საზოგადოების ერთად დგომას და კოორდინირებულ მუშაობს. საპანიკო არაფერი არ არის, პროცესი მართვადია და ჩვენ ეს პროცესი ერთად უნდა ვმართოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 299 პირი.