ამირან გამყრელიძე - ჯანდაცვის სამინისტროს გაანგარიშებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის რვა ათასამდე საწოლის მობილიზება არის შესაძლებელი
ამირან გამყრელიძე - ჯანდაცვის სამინისტროს გაანგარიშებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის რვა ათასამდე საწოლის მობილიზება არის შესაძლებელი

კორონავირუსის აქტიური შემთხვევებიდან, ინფიცირებულების 20-25 პროცენტი საავადმყოფოებში არის მოთავსებული. რეკომენდირებულია, რომ პაციენტების ჰოსპიტალიზება დაახლოებით 12-დან 15-20 პროცენტის ფარგელბში იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდპაციენტებისთვის რვა ათასამდე საწოლის მობილიზება არის შესაძლებელი.

ორონავირუსის აქტიური შემთხვევებიდან, ინფიცირებულების 20-25 პროცენტი საავადმყოფოებში არის მოთავსებული. რეკომენდირებულია, რომ პაციენტების ჰოსპიტალიზება დაახლოებით 12-დან 15-20 პროცენტის ფარგელბში იყოს. ამიტომ, უნდა ვიანგარიშოთ, რომ ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვიდან ქვეყანაში დაახლოებით 15-20 პროცენტის მისაღებად განკუთვნილი თავისუფალი საწოლები გვქონდეს.

ზოგადად, ქვეყანაში 17 000 ათასი საწოლია. თუმცა არის საწოლების რაოდენობა, რომლესაც ვერ გამოიყენებ კოვიდინფექციისთვის. ფსიქიატრიული საწოლები და კიდევ რამდენიმე სპეციალური საწოლები, რომელთა რაოდენობა 12 000-ია. „კოვიდის“ გარდა, სხვა გამოწვევებიც არის, ამიტომ, როგორც ინფორმაცია მაქვს, სამინისტროს გათვლებით, კოვიდპაციენტებისთვის რვა ათასამდე საწოლის მობილიზება შეიძლება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.