ამირან გამყრელიძე - სამედიცინო საზოგადოებისა და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი მოვალეობაა, ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს, მაგრამ ამოუწურავი რესურსები არ არსებობს
ამირან გამყრელიძე - სამედიცინო საზოგადოებისა და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი მოვალეობაა, ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს, მაგრამ ამოუწურავი რესურსები არ არსებობს

სამედიცინო საზოგადოებისა და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი მოვალეობაა, ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს, მაგრამ მოგეხსენებათ, ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, მათ შორის ჯანდაცვის სექტორში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ინფიცირების რა რაოდენობის შემთხვევაში გაუჭირდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ეპიდემიის მართვა“.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ჯერჯერობით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის შემთხვევათა ყოველდღიურ რაოდენობას მართვას.

„იმ დონემდე არ უნდა მივიდეთ, როდესაც ჯანდაცვის სისტემას კოვიდინფიცირებულთა მართვა გაუჭირდება. სამედიცინო საზოგადოებისა და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს, მაგრამ მოგეხსენებათ, ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, მათ შორის ჯანდაცვის სექტორში. რა თქმა უნდა, ჩვენ პროგნოზირების რამდენიმე სცენარი გვაქვს და ჯერჯერობით ხედავთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და სექტორი უმკლავდება კორონავირუსის დაახლოებით 2 000 ღიურ მაჩვენებელს. ამიტომ, ვფიქრობ, არ მივალთ იმ სტადიამდე, როდესაც გეგმმა ბ-ს ამუშავება იქნება საჭირო. ანუ ჯანდაცვის სექტორმა უნდა გაუძლოს ამ დიდ გამოწვევას, ეს ჩვენი მოვალეობაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.