ამირან გამყრელიძე - საბურთალოს კლასტერიდან უკვე 24 შემთხვევა არის დადასტურებული, გამოკვლეულია 150-ზე მეტი კონტაქტი
ამირან გამყრელიძე - საბურთალოს კლასტერიდან უკვე 24 შემთხვევა არის დადასტურებული, გამოკვლეულია 150-ზე მეტი კონტაქტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან ამ დროისთვის უკვე 24 შემთხვევა არის დადასტურებული.

როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და ეს პროცესი გრძელდება.

„24 დადებითი შემთხვევა არის საბურთალოს კლასტერიდან უკვე დადგენილი, დაახლოებით 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და ამ კონტაქტების კვლევა კიდევ გრძელდება. ჩვენ თითქმის ყველა კონტაქტირებული ადამიანი გამოვიკვლიეთ და ახლა მათი ჩაღრმავებული კვლევა მინდინარეობს. გარკეული რაოდენობა, დაახლოებით 80-მდე გადაყვანილია კარანტინში, დანარჩენი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.