ამირან გამყრელიძე - სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი იყო რამდენიმე კონსილიუმი, თითქმის ყველა ექიმს ძალიან კარგად ვიცნობ, ბევრს ვენდობი და პატივს ვცემ მათ პროფესიულ ღირსებას
ამირან გამყრელიძე - სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი იყო რამდენიმე კონსილიუმი, თითქმის ყველა ექიმს ძალიან კარგად ვიცნობ, ბევრს ვენდობი და პატივს ვცემ მათ პროფესიულ ღირსებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი რამდენიმე კონსილიუმის წევრებიდან ბევრს ენდობა.

როგორც მან განაცხადა, რეალურად არ იცის, როგორია დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„არ ვიცი, რეალურად დღეს როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისევე, როგორც თქვენ, ამას ვისმენ ​ტელევიზიით. როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, იქ პირველი სიტყვა ყოველთვის ჩემს კოლეგებს, ექიმებს ეთქმით.

როგორც ექიმს, მე ბატონი მიხეილი არ მინახავს. იქ ვინც არიან ექიმები, რამდენიმეს ახლოს ვიცნობ, დიდ პატივს ვცემ მათ პროფესიულ ღირსებას. ყველას არ ვიცნობ, ვინც გამოდის ტელევიზორით. ბევრს ვიცნობ, ვენდობი მათ ცოდნას, ღირსებას. იქ რამდენიმე კონსილიუმი იყო და მე თითქმის ყველა კონსილიუმის ექიმს ძალიან კარგად ვიცნობ, ბევრი ჩემი თაობისაა და ერთად გვიმუშავია. ბევრს მე ვენდობი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.