ამირან გამყრელიძე - სააღმზრდელო დაწესებულებებში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ეს დაუშვებელია
ამირან გამყრელიძე - სააღმზრდელო დაწესებულებებში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ეს დაუშვებელია

მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებებში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ეს დაუშვებელია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩვენ არ ვიძლევით რეკომენდაციას, სააღმზრდელო ან სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რეკომენდაცია არის, რომ მაქსიმალურად გახდეს ინტენსიური სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ჰიგიენური საკითხები. უხერხრულ საკითხს მინდა, შევეხო. მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებებში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, ასეთ მიდგომა, ადამიანებთან, ვისაც აქვს მოგზაურობის ისტორია იტალიაში, სინგაპუპრში, თუ სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი