ამირან გამყრელიძე - როცა ორ ადამიანს პირბადე უკეთია და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია
ამირან გამყრელიძე - როცა ორ ადამიანს პირბადე უკეთია და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია

ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ როცა ორ ადამიანს პირბადე უკეთია და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან რეკომენდაციები და აუცილებლად ატარონ პირბადე.

„ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ როცა ორ ადამიანს პირბადე უკეთია და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია. ამიტომ ეს ყველაზე უფრო მძლავრი იარაღია კოვიდ პანდემიასთან საბრძოლველად. ამიტომ ისევ ვიმეორებ: პირბადე, დისტანცია და ხელების ხშირი დამუშავება. თუ ამ წესებს დავიცავთ, დამერწმუნეთ, შევაკავებთ დაავადებას და არ მივცემთ მას საშუალებას, გადავიდეს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. თქვენ, როგორც მეოთხე ხელისუფლებას სწორი ინფორმაცია მიაქვს საზოგადოებასთან, ამიტომ თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ, პირბადესთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა იყოს ქვეყანაში, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე“, – მიმართა გამყრელიძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.