ამირან გამყრელიძე - ქორწილს შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით, 10-კაციანს
ამირან გამყრელიძე - ქორწილს შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით, 10-კაციანს

​დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო, მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან. შეზღუდვა ეხება ქორწილის აღნიშვნასაც.

„ქორწილს შევძლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ, ჯერჯერობით, 10-კაციანს, ვიდრე ეპიდსიტუაცია არ მოგვცემს მეტის საშუალებას.

კორონავირუსმა დღეს ჩვენ ძალიან კარგად გვასწავლა ხელების დაბანა, მთელი ქვეყანა სპირტიანი დეზინფექტორებით იმუშავებს ხელებს. ამასაც გვასწავლის, რომ იქნებ, ის ძალიან დიდი, ზოგჯერ ზღვარს გადასული ძალიან კარგი ჩვენი ტრადიცია ასე აღვნიშნოთ“, – განაცხდა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.