ამირან გამყრელიძე - პირველი ნიმუშები უკვე გაიტესტა ბათუმში, დარწმუნებული ვარ, კორონავირუსზე კვლევები მოსახლეობისთვის გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება
ამირან გამყრელიძე - პირველი ნიმუშები უკვე გაიტესტა ბათუმში, დარწმუნებული ვარ, კორონავირუსზე კვლევები მოსახლეობისთვის გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება

ახალ კორონავირუსზე ტესტები უკვე ბათუმშიც ჩატარდა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ნიმუშები ხვალ ქუთაისში გაიტესტება.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, დარწმუნებულია, ლაბორატორიული კვლევები მოსახლეობისთვის გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

„სიახლე გახლავთ ის, რომ დავიწყეთ დეცენტრალიცაზია. გუშინ უკვე პირველი ნიმუშები გაიტესტა ბათუმში. იმედი მაქვს, ხვალ გაიტესტება ქუთაისშიც, თანდათან ერთვება ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ვაფართოებთ ასე ვთქვათ. დღეს კიდევ ერთ-ერთ ლაბორატორიასთან მქონდა მოლაპარაკებები და დარწმუნებული ვარ, თანდათან ლაბორატორიული კვლევები მოსახლეობისთვის გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება. დღეს ფინანსურად, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომია, რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არის უფასო მოსახლეობისთვის, განსხვავებით იმისგან, თუ ვინმე სხვაგან კერძო ინიციატივით აკეთებს. ლუგარში რაც კეთდება, ყველაფერი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.