ამირან გამყრელიძე - პირველი აცრის შემდგომ ინფიცირების შემთხვევებს ვსწავლობთ, მიმდინარეობს ინფიცირებულების გამოკითხვა
ამირან გამყრელიძე - პირველი აცრის შემდგომ ინფიცირების შემთხვევებს ვსწავლობთ, მიმდინარეობს ინფიცირებულების გამოკითხვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემდეგ ინფიცირების ფაქტებს სწავლობენ.

„პირველი აცრის შემდეგ, ხუთი დღის წინანდელი მონაცემებით, გვქონდა 120-მდე ინფიცირება, აქედან 80 „ასტრაზენეკაზე“ იყო და 40-მდე „ფაიზერზე“.

ახლა ვსწავლობთ პირველი აცრის შემდგომ ინფიცირების შემთხვევებს. პირველი აცრა გარკვეულ იმუნიტეტს იმუშავებს და აქედან გამომდინარე, შედარებით კარგად, ანუ მსუბუქად წავიდა ეს შემთხვევები, მაგრამ ამას დეტალურად ვსწავლობთ. თითოეულ ადამიანთან, ვისაც აცრის შემდგომ განუვითარდა ინფექცია, მიმდინარეობს კონტაქტი, გამოკითხვები და ა.შ.“ – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.