ამირან გამყრელიძე - პირბადის ტარების მიმართ ისევ დაუდევარი დამოკიდებულებაა, ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე
ამირან გამყრელიძე - პირბადის ტარების მიმართ ისევ დაუდევარი დამოკიდებულებაა, ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს, რომ, სამწუხაროდ, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75-დან 43 პროცენტამდე შემცირდა.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია, მოერიდონ დიდ შეკრებებს და არ გაიმეორონ ზაფხულში დაშვებული შეცდომა, რომელიც ოქტომბერ- ნოემბერ-დეკემბერში ეპიდვითარების გაუარესების საფუძველი გახდა.

„პირდაპირ გეტყვით, ისევ დაუდევარი დამოკიდებულებაა პირბადის ტარებასთან მიმართებაში. პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც 72-75 პროცენტი გვქონდა, ჩამოვარდა 43 პროცენტამდე, რაც ძალიან ცუდი სიგნალია, რომ ქვეყანაში შესაძლოა, ეპიდსიტუაცია გაუარესდეს. არ გავიმეოროთ ჩვენი დაუდევრობით გამოწვეული იგივე შეცდომა, რომელიც დავუშვით ზაფხულის მეორე ნხაევრაში, დავმშვიდდით, თითქოს დავამარცცეთ კორონავირუსული ეპიდემია და შესაბამისად მივიღეთ პასუხი ოქტომბერ – ნოემბერ – დეკემბერში. ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.