ამირან გამყრელიძე - „ნოვოვაქსის“ ვაქცინაზე „სერუმ ინსტიტუტთან“ მოლაპარაკება გარკვეულ წერტილამდეა მისული, ვცდილობთ,  ქვეყანამ ვაქცინა ივლისში მიიღოს
ამირან გამყრელიძე - „ნოვოვაქსის“ ვაქცინაზე „სერუმ ინსტიტუტთან“ მოლაპარაკება გარკვეულ წერტილამდეა მისული, ვცდილობთ, ქვეყანამ ვაქცინა ივლისში მიიღოს

„ნოვოვაქსმა“ მისცა ლიცენზია ინდოეთის ცნობილ „სერუმ ინსტიტუტს“, რომელიც ასევე აწარმოებს „ასტრაზენეკას“ და მან უნდა აწარმოოს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის მილიარდი დოზა, მათ შორის 300 მილიონი „კოვაქსისთვის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინები შემოვა „კოვაქსის“ საშუალებით.

გარდა ამისა, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, პირდაპირი მოლაპარაკება მიმდინარეობს „სერუმ ინსტიტუტთან“, რომ ქვეყანამ „ნოვოვაქსის“ ვაქცინა ივლისში მიიღოს.

„ნოვოვაქსი“ ჯერ არ იწარმოება და არც ვთქვათ, დაშვებული არ არის. იცით, რომ მან გაიარა სამი ფაზა კვლევის. „ნოვოვაქსი“ არის ძალიან ძლიერი ვაქცინების მწარმოებელი ამერიკული კომპანია. „ნოვოვაქსმა“ მისცა ლიცენზია ინდოეთის ცნობილ „სერუმ ინსტიტუტს“, რომელიც ასევე აწარმოებს „ასტრაზენეკას“ და მან უნდა აწარმოოს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის მილიარდი დოზა, მათ შორის 300 მილიონი „კოვაქსისთვის“. ჩვენთან შემოდის „კოვაქსის“ საშუალებით. ასევე პირდაპირი მოლაპარაკებაა „სერუმ ინსტიტუტთან“, უკვე არის მისული მოლაპარაკება გარკვეულ წერტილამდე. გათვალისწინებულია აგვისტო, მაგრამ ვცდილობთ, ეს თარიღი იყოს ივლისი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.