ამირან გამყრელიძე მწვანე პასპორტების შესახებ დღევანდელ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს
ამირან გამყრელიძე მწვანე პასპორტების შესახებ დღევანდელ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მწვანე პასპორტების შესახებ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებაზე საქართველოს პირველ არხთან განმარტება გააკეთა.

საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვით, „პირი, რომელიც არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და კავშირი ოჯახის ექიმთან, აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის“.​

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს საუბრობდა იმ პირებზე, რომლებსაც ტესტი ჩატარებული აქვთ, მაგრამ პორტალზე მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგი არ იძებნება.

„ჩემი განცხადება თავიდანვე იმით დავიწყე, რომ ეყრდნობოდა დაურეგისტრირებელ ხალხს. ვთქვი, რომ არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტი. ადამიანი, რომელსაც ჩატარებული აქვს ტესტი და არ იძებნება პორტალზე მისი ლაბორატორიული კვლევის შედეგი, როგორ უნდა მოიქცეს, რომ დარეგისტრირდეს. განვმარტე, როგორ იქცევა პირი, რომელიც 112-ში იყო დარეგისტრირებული, ან იმყოფებოდა აღრიცხვაზე ონლაინკლინიკაში, ან საავადმყოფოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარია ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ 11 იანვარს გამოცემულ ბრძანებაშიც:

„კოვიდგატანილი იმ პირებისთვის, რომელთა ტესტირების შედეგები სხვადასხვა მიზეზით არ არის ასახული სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში-ცენტრი) COVID-19-ზე ტესტირების აღრიცხვის ელექტრონულ მოდულში (შემდგომში – მოდული), ტესტირების შედეგების რეგისტრაცია შემდეგი წესით განხორციელდება:

ტესტირების მიმწოდებელ შერჩეულ დაწესებულებებს, ასევე, ცენტრს და სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს მიეცეთ უფლება, ამ მუხლი ,,ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მოდულში დაარეგისტრირონ 2021 წლის პირველ დეკემბრამდე ჩატარებული იმ ტესტირების (ანტიგენის ან პჯრ მეთოდით) დადებითი შედეგები, რომლებიც არ არის ასახული მოდულში, ან ასახულია შეცდომით; მოდულში რეგისტრაცია დასაშვებია, თუ აღნიშნული ბენეფიციარები იძებნებიან სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში-ჯესი) და/ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘) ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში. კერძოდ, ჯესი-ს მონაცემთა ბაზებში არსებული ჩანაწერებით აღნიშნული პირები COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და/ან სასტუმროში, და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘-ის ელექტრონული ბაზების მიხედვით, მკურნალობდნენ ბინაზე ოჯახის ექიმის/დაზღვევის ექიმის მეთვალყურეობით და ამავე ბაზაში მინიჭებული აქვთ სტატუსი „დასრულებული“.

ტესტირების აღრიცხვის ელექტრონულ მოდულში ასევე აისახებიან უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები თუ მათ უფიქსირდებათ გადატანილი კოვიდინფექცია, რაც დასტურდება სახელმწიფო უწყებების/საელჩოების ოფიციალური მომართვისა და შესაბამისი ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული ტესტირების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

სსიპ – ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს და­ე­ვა­ლა, უზ­რუნ­ველ­ყოს ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და და­ა­რე­გის­ტრი­რონ ისი­ნი მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში რო­გორც კოვიდგადატანილი პირები“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

დატოვე კომენტარი