ამირან გამყრელიძე - მთავარი რეკომენდაცია არის, მოქალაქეებმა შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია
ამირან გამყრელიძე - მთავარი რეკომენდაცია არის, მოქალაქეებმა შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია

მოსახლეობისადმი მთავარი რეკომენდაცია არის, შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეს ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია.

გამყრელიძის თქმით, მოქალაქეები ხშირად სვამენ კითხვებს იტალიასთან დაკავშირებით. გამყრელიძის განმარტებით, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ იტალიაში, განსაკუთრებით კი, მის ჩრდილოეთ ნაწილში მოგზაურობისგან.