ამირან გამყრელიძე - მოსახლეობის 70 პროცენტი თუ აიცრება, ეს ნიშნავს, რომ კოვიდპანდემია დამთავრდა
ამირან გამყრელიძე - მოსახლეობის 70 პროცენტი თუ აიცრება, ეს ნიშნავს, რომ კოვიდპანდემია დამთავრდა

მოსახლეობის 70 პროცენტი თუ აიცრება, ეს ნიშნავს, რომ კოვიდპანდემია დამთავრდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდპანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ კოვიდპანდემია დამთავრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც საქართველოს მოეწოდება, იქნება „ასტრაზენეკასი“ და დიდი ალბათობით, ქვეყანა მას მარტის პირველ ნახევარში მიიღებს.

„პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით. ეს არის დაახლოებით 14 500 ადამიანის დოზა. როგორც მაქვს ინფორმაცია, ვაქცინა შემოვა თებერვლის მეორე ნახევარში. ასევე უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება „ასტრაზენეკასი“, 180-დან 300 ათას დოზამდე და ეს იქნება დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.