ამირან გამყრელიძე - მივმართავ კერძო ჰოსპიტალურ და ფარმაცევტულ სექტორს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი მდგომარეობით
ამირან გამყრელიძე - მივმართავ კერძო ჰოსპიტალურ და ფარმაცევტულ სექტორს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი მდგომარეობით

მივმართავ ძლიერ კერძო სექტორს საქართველოში, როგორც ჰოსპიტალურს და ამბულატორიულს, ასევე ფარმაცევტულს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სექტორს, რომ არ ვისარგებლოთ ამ მდგომარეობით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მთელ მსოფლიოში დეფიციტია გარკვეული სახარჯი მასალების, დამცველი საშუალებების და ა.შ.

„შეიძლება, იყოს გარკვეული წამლების დეფიციტი. არ ვისარგებლოთ ამით და ვიყოთ სოლიდარული, ხელი შევუწყოთ, რომ მოსახლეობას მეტი ფინანსური ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ყველა იმ საჭირო მედიკამენტურ თუ სამედიცინო საშუალებაზე, რომელიც ინფექციასთან ბრძოლისთვის საჭიროა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.