ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხანდაზმული ადამიანების წახალისებაზე
ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხანდაზმული ადამიანების წახალისებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულებისთვის სასურველია, რომ აცრების ყოველდღიური პროცენტული მაჩვენებელი 30 ათასამდე გაიზარდოს.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მოქალაქეების დამყოლობის გაზრდის მიზნით წამოიწყეს სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიება, მათ შორის ლატარია, რომლის გათამაშებაც დღეს დაიწყო.

საკითხის ირგვლივ საუბრისას გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა წამახალისებელი ღონისძიებები ხანდაზმულ პირებსაც შეეხოს.

„ძალიან გვინდა, რომ სექტემბერში იყოს დღეში არა 23 000 ჩატარებული აცრა, არამედ 30 000-35 000. ძლიერი დამყოლობის მიზნით დაიწყო დღეს ლატარია, ამიტომ არის ლაპარაკი და მუშაობა მიმდინარეობს, რომ წახალისებები იყოს ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის. შესაძლებელია, წახალისებების სხვა მეთოდები იქნას შემოტანილი, რათა ხაზს ვუსვამ, ჩვენი დღიური აცრის მაჩვენებელი ავიდეს 30 000-ზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.