ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ პირბადის ტარება ჯერჯერობით სავალდებულო უნდა იყოს
ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ პირბადის ტარება ჯერჯერობით სავალდებულო უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური, მაგრამ საყურადღებოა.

გამყრელიძემ მოსახლეობას სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდა.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება, სტაბილიზაცია გვაქვს, თუმცა ეს არის არამდგრადი სტაბილიზაცია, პირველი ნიშანი კი არის ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელმა ოდნავ აიწია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან უარესდება მდგომარეობა, მაგრამ საყურადღებოა და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ პირბადის ტარება ჯერჯერობით სავალდებულო უნდა დარჩეს.

„რაც შეეხება პირბადეების ტარებაზე რაიმე ტიპის შემსუბუქებას, ჯერჯერობით ამ ვითარებაში პირბადეების სავალდებულო ტარების მოხსნას სწორად არ მივიჩნევ. გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვაზე არ გავაკეთებ კომენტარს, ამ ყველაფერზე თუ საჭიროდ მიიჩნევა, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი