ამირან გამყრელიძე - კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება, ის არის ნებაყოფლობითი
ამირან გამყრელიძე - კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება, ის არის ნებაყოფლობითი

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ნებაყოფლობითია.

„ვაქცინა სავალდებულო არსად ყოფილა. ვალდებულებას ადგენს კანონი. ჩვენთან სავალდებულოა, რომ მედიცინის ყველა მუშაკი, მათ შორის, ვინც აგრესიულ დისციპლინებში მუშაობენ, ისინი „ბე“ ჰეპატიტზე უნდა იყვენენ აცრილნი. ასევე, გარკვეული მანდატორიზმია წითელასთან მიმართებაში, რადგან მსოფლიო მიდის წითელას ელიმინაციის გზისკენ. ვაქცინაცია ყველგან არის ნებაყოფლობითი, არავინ არავის აძალებს. არის ხოლმე გამონაკლისი დიდი ეპიდემიების დროს, როცა ქვეყანამ ლოკალურად შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მანდატორული არ არის და ვერ იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად“, – განაცხადა გამყრელიძემ.