ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დაავადებათა კონტროლის ცენტრში დასრულებულია
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დაავადებათა კონტროლის ცენტრში დასრულებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დაავადებათა კონტროლის ცენტრში დასრულებულია.

მისივე თქმით, კოვიდპასპორტის შესახებ მათ მიერ შემუშავებულ კონცეფციას ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს ამ კვირაში წარუდგენენ, შემდეგ კი მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას.

„კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა ჩვენთან დასრულებულია. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს წარვუდგენთ კოვიდპასპორტთან დაკავშირებულ კონცეფციას, როგორც მუშაობს კოვიდპასპორტი. შემდეგ წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობა მიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე: „იმ შემთხვევაში, თუ „სინოფარმი“ ვერ მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციას, შეძლებენ თუ არა ამ პრეპარატით აცრილი ადამიანები მოგზაურობას“, გამყრელიძემ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, შეძლებენ.

„დარწმუნებული ვარ, შეძლებენ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.