ამირან გამყრელიძე - კორონავირუსთან ბრძოლაში მარტო ჩვენ, სამინისტრო და ექიმები ვერაფერს გავაკეთებდით, რომ არა მულტისექტორული პასუხ​ი
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსთან ბრძოლაში მარტო ჩვენ, სამინისტრო და ექიმები ვერაფერს გავაკეთებდით, რომ არა მულტისექტორული პასუხ​ი

საქართველო ამ დრომდე გამოირჩევა რეგიონსა და ევროპაში კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გავრცელებისა და დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მარტო ჩვენ, სამინისტრო და ექიმები ვერ გავაკეთებდით ვერაფერს, რომ არა მულტისექტორული პასუხი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, „ენდიასი“ კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, კორონაირუსთაბ ბრძოლაში ბევრი უწყება მოქმედებდა ერთდროულად და მიღებულ იქნა დროული გადაწყვეტილებები.

„ენდიაის“ კვლევებს დეტალურად არ გავცნობივარ. საქართველო ამ დრომდე გამოირჩევა რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გავრცელების და ასევე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით. ეს მიღწეული იქნა ქვეყნის დროული პასუხით, რაც მთავარია ეს პასუხი იყო მულტისექტორული, აქ მარტო ჩვენ, სამინისტრო და ექიმები ვერ გავაკეთებდით ვერაფერს, რომ არა მულტისექტორული პასუხი. ბევრი უწყება მოქმედებდა ერთდროულად და მივიღეთ დროული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს „ენდიამ“ კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით, გამოკითხულთა 90 პროცენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს ენდობა.

დატოვე კომენტარი