ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკა გამოჩნდა, დღეს სერიოზული ნახტომი გვაქვს
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკა გამოჩნდა, დღეს სერიოზული ნახტომი გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია. მისივე თქმით, ასევე გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას განსაზღვრავს.

„ახალი შემთხვევების დღევანდელი სტატისტიკა ცნობილია, დღეს გვაქვს სერიოზული ნახტომი. როგორც წინა კვირაში გაუწყებდით, ახალი შემთხვევების მატების დინამიკა გამოჩნდა. გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი. ძალიან საყურადღებოა, რომ 1.43 პროცენტამდეა რეპროდუქციის ინდექსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ გართულებული ეპიდვითარების ფონზე ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„სამწუხაროდ, 18 სექტემბრიდან მცირდება ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი, რაც ძალიან ცუდია. თუ ვერ გავზარდეთ აცრის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 623 პაციენტი.

დატოვე კომენტარი