ამირან გამყრელიძე - ხალხში პირბადის ტარების კულტურა საკმაოდ გაიზარდა
ამირან გამყრელიძე - ხალხში პირბადის ტარების კულტურა საკმაოდ გაიზარდა

ხალხში პირბადის ტარების კულტურა საკმაოდ გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თუ პირბადის ტარების კულტურა მყარად დაინერგება, მაშინ ინფიცირებულების რაოდენობა აუცილებლად შემცირდება.

„ამ დღეებში სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ხალხმა ქუჩებში, შენობებში და ა.შ. პირბადის ტარების კულტურა საკმაოდ გაზარდა. თუ ავალთ 95 პროცენტზე, დღეს ვართ სადღაც 60-დან 65%-ზე, და პირბადის ტარების ეს კულტურა მყარად დაინერგება, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ სულ მცირე გავანახევრებთ ინფიცირებულთა რაოდენობას და წამოვა ინფიცირებულთა რაოდენობა ქვემოთ. დავიცვათ პირბადის ტარების კულტურა“, – განაცხადა გამყრელიძემ.