ამირან გამყრელიძე - „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაზე თავის დროზე არასრული ინფორმაცია იყო მოწოდებული და შეჩერდა გარკვეული მიზეზების გამო
ამირან გამყრელიძე - „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაზე თავის დროზე არასრული ინფორმაცია იყო მოწოდებული და შეჩერდა გარკვეული მიზეზების გამო

„ჯონსონე ენდ ჯონსონის“ ვაქცინაზე თავის დროზე არასრული ინფორმაცია იყო მოწოდებული და შეჩერდა გარკვეული მიზეზების გამო, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ასევე ჩერდება „ასტრაზენეკასვაცქცინაცია პირველი დოზით.

„ჯონსონე ენდ ჯონსონის“ ვაქცინაზე, რაც მე ინფორმაცია მაქვს, არასრული ინფორმაცია იყო თავის დროზე მოწოდებული და შეჩერდა გარკვეული მიზეზების გამო. ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ სამ ვაქცინას გავუკეთებთ ადმინისტრირებას, ეს არის „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“. ვაჩერებთ პირველ დოზებზეასტრაზენეკას“, რადგან მოთხოვნილება ნაკლებია, იქნება მხოლოდ მეორე დოზებზე ვინც დარჩენილია, ვინც არ აცრილა „ასტრაზენეკას“ მეორე დოზებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, რა გახდა შეფერხების მიზეზი, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა: „ის უნდა ყოფილიყო დონაცია და ვერ შევთანხმდით ვადებზე“.

დატოვე კომენტარი