ამირან გამყრელიძე - ჯერ არ გადაწყვეტილა, კოვიდგადატანილ პირებს სჭირდებათ თუ არა ვაქცინაცია, თუმცა უმრავლესობა ემხრობა, რომ დამატებითი ინექცია ცუდს არაფერს აკეთებს
ამირან გამყრელიძე - ჯერ არ გადაწყვეტილა, კოვიდგადატანილ პირებს სჭირდებათ თუ არა ვაქცინაცია, თუმცა უმრავლესობა ემხრობა, რომ დამატებითი ინექცია ცუდს არაფერს აკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, სჭირდებათ თუ არა ვაქცინაცია იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.

მისივე თქმით, უმრავლესობა ემხრობა იმ აზრს, რომ დამატებითი ინექცია ცუდს არაფერს აკეთებს, პირიქით იმუნიტეტს აძლიერებს.

„ადამიანების იმ ჯგუფს, ვინც გადაიტანა ინფექცია, სჭირდება თუ არა ვაქცინაცია, ამაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მყარი პასუხი ჯერ არ აქვს. ჯერ ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი. არის ხალხი, ვინც ემხრობა იმ მიმართულებას, რომ ისინი არ უნდა აიცრან და ასევე არის ხალხი, ვინც მიუთითებს, რომ ასეთი მასობრივი იმუნიზაციის დროს, იმ დროს გარჩევა – ვინ გადაიტანა, ვინ არ გადაიტანა, ვინ უსიმპტომოდ – ამის გარჩევა რთულია. უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ თუ გადატანილი გაქვს ვირუსი, დამატებითი ე.წ. ბუსტერის დოზა არაფერს დაგიშავებს. როცა წითელას მასობრივი კამპანიები გვქონდა შარშან და შარშანწინ, ადამიანებს არ ვთხოვდით იმის ლაბორატორიულ დადასტურებას, ჰქონდა თუ არა წითელა გადატანილი. ის დამატებითი ინექცია არაფერ ცუდს არ აკეთებს, პირიქით, იმუნიტეტს კიდევ უფრო აძლიერებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.