ამირან გამყრელიძე - იმედი გვქონდა, რომ სოფელ მუშევანში ბევრი ადამიანი მოვიდოდა და ჩაიტარებდა ტესტირებას, ველოდებოდით 300-400 ადამიანს, თუმცა მოვიდა ნაკლები
ამირან გამყრელიძე - იმედი გვქონდა, რომ სოფელ მუშევანში ბევრი ადამიანი მოვიდოდა და ჩაიტარებდა ტესტირებას, ველოდებოდით 300-400 ადამიანს, თუმცა მოვიდა ნაკლები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვემო ქართლში, კორონავირუსზე ტესტის ჩატარების მსურველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დღეს ეპიდემიოლოგები და მედიკოსები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მცხოვრებლებთან მუშაობდნენ. მისივე თქმით, მოლოდინი იყო, რომ 400-მდე ტესტი ჩატარდებოდა, თუმცა ჯამში ტესტის ჩატარების 115-მდე მსურველი აღმჩნდა.

„დღეს, ჩვენგან სამი ბრიგადა იყო გაგზავნილი. დიდი იმედი გვქონდა, რომ ბევრი ადამიანი მოვიდოდა და ჩაიტარებდა ტესტირებას. მხარში ამოგვიდგა ქვემო ქართლის გუბერნატორი, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ მარნეულსა და კიდევ სხვა მუნიციპალიტეტებში, ასევე დაგვეხმარა ბოლნისის მერი. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა არ მოვიდა. ველოდებოდით, მოვიდოდა 300-400 ადამიანი, თუმცა ბოლო მონაცემებით მოვიდა 115 ადამიანი. მოვუწოდებ ამ სოფლის მოსახლეობას, საჭიროა, ვიცოდეთ ამ სოფელში რეალურად რა მდგომარეობაა, რათა დავამთავროთ და გავანულოთ ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მცხოვრებთ სინჯები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.