ამირან გამყრელიძე - ჰოსპიტალური სექტორი ზღვარზე მუშაობს, ყოველდღიურად გვჭირდება მეტი აცრა, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე და ეპიდემია შევაჩეროთ
ამირან გამყრელიძე - ჰოსპიტალური სექტორი ზღვარზე მუშაობს, ყოველდღიურად გვჭირდება მეტი აცრა, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე და ეპიდემია შევაჩეროთ

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთული რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციისკენ არის ნიშნები, ეს სტაბილიზაცია არის მაღალ ციფრებზე. ერთია დამამშვიდებელი, ის მეტად არ უარესდება ანუ არ არის გაუარესების ტენდენცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის რეპროდუქციის ინდექსი ჩამოსცდა ერთ პროცენტს, რაც მიანიშნებს, რომ გავრცელება ოდნავ შემცირებულია.

„დადებითობის მაჩვენებელიც ბოლო 7-14დღემდე, პირველად ჩამოსცდა ცხრა პროცენტს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ეს სტაბილიზაციის ნიშნები არის მაღალ რიცხვებზე და ნებისმიერ დროს შეიძლება გაუარესდეს. მიუხედავად ოდნავ პროგრესისა ვაქცინაციის რიცხვებში, ბოლო დღეებია გვაქვს 10 000 და გუშინაც 7 000-მდე აცრა, არ იყო ცოტა, მაგრამ მაინც ცოტაა. გვჭირდება ყოველდღიურად 15 000, 20 000, 30 000 აცრა, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე და შევაკაოთ ეპიდემია. სიკვდილიანობა გარკვეულად პროპორციულ დამოკიდებულებაშია ახალ შემთხვევათა რაოდენობასთან. ახლა გვაქვს 47 000 აქტიური შემთხვევა. ჰოსპიტალურ სექტორშია 6 500-მდე, მძიმე ავადმყოფია 1 600 და 300-ზე მეტი არის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ამიტომ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს ზღვარზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი