ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსის მეორე ტალღისთვის ქვეყანა მზად არის
ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსის მეორე ტალღისთვის ქვეყანა მზად არის

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გრიპის ვირუსის მეორე ტალღისთვის ქვეყანა მზად არის.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში „ტამიფლუს“ საკმარისი მარაგია, რომ ამბულატორიულ სექტორში დროულ ეტაპზე დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გასულ წელს 41 ათასმა ადამიანმა გაიკეთა.

„ევროპაში გრიპის სეზონი მე-40 კვირას იწყება და მომავალი წლის მე-20 კვირამდე გრძელდება. ჩვენ გრიპზე დაკვირვების მრავალწლიანი მაჩვენებელი გვაქვს. შეიძლება, იყოს ერთი, ორი ან მეტი ტალღა. არ არის აუცილებელი, მეორე ტალღა თებერვალში იყოს, მაგრამ ქვეყანა მზად უნდა იყოს. ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია. თუ თებერვალში გრიპის ვირუსის მატება იყო, ამისთვის ჯანდაცვის სისტემა შესაბამის ზომებს მიიღებს. რაც შეეხება „ტამიფლუს“, მისი გაცემა სეზონის ბოლომდე რეცეპტის ან ფორმა 100-ის საფუძველზე უფასოდ გრძელდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი