ამირან გამყრელიძე – გატარებულმა ზომებმა მოგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენთან ინფექცია ისევ დუნედ იზრდება, ნახტომისებური ზრდა არ გვაქვს

15:16, 30.04.2020

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გატარებული ზომების შედეგია, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ნახტომისებური ზრდა არ ხდება.

„ვფიქრობ, აქამდე გატარებულმა ზომებმა, მთელი ქვეყნის – სახელმწიფოს, საზოგადოების, თქვენმა, ასევე შემზღუდავმა და ჯანდაცვითმა ღონისძიებებმა, იქამდე მოგვიყვანა, რომ დღეს, ჩვენთან ინფექცია ისევ დუნედ იზრდება. ანუ, დიდი, ნახტომისებური ზრდები არ გვაქვს. ყველა ქვეყნისთვის ე.წ. შიდა გავრცელებების დაწყებიდან, ამას ვანგარიშობთ 22-23 მარტიდან, როცა შიდა გავრცელება დაგვიფიქსირდა, მე-6, მე-7, მე-8 კვირა არის ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო კვირები და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, გთხოვთ, დავიცვათ. მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვა ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი