ამირან გამყრელიძე - გაორმაგებული მოთხოვნილების მიუხედავად, ქვეყანაში ჟანგბადის პრობლემა არ შექმნილა
ამირან გამყრელიძე - გაორმაგებული მოთხოვნილების მიუხედავად, ქვეყანაში ჟანგბადის პრობლემა არ შექმნილა

ჟანგბადის პრობლემა ქვეყანაში არ შექმნილა, მიუხედავად გაორმაგებული მოთხოვნილებისა, სახელმწიფომ უზრუნველყო, რომ ჟანგბადი ყოფილიყო ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ამის საჭიროება იდგა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსი პიკის დროს 63 000 აქტიური შემთხვევა იყო, აქედან 8 000-მდე ჰოსპიტალიზებული, მთ შორის ბევრი ჟანგბადდამოკიდებული იყო.

„დღეს ჟანგბადთან დაკავშირებით პრობლემა არ არის, რადგან შემცირდა ქვეყანაში მოთხოვნილება.  63 000 აქტიური პაციენტი ჩვენ გვყავდა პიკზე და მათ შორის 8 000-მდე იყო ჰოსპიტლებში, ასევე მათ შორის ბევრი ჟანგბადდამოკიდებული. ჟანგბადის პრობლემა ქვეყანაში არ შექმნილა, მიუხედავად გაორმაგებული მოთხოვნილებისა, სახელმწიფომ უზრუნველყო, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ჟანგბადი იყო საჭირო, ყველგან ყოფილიყო. საკმაოდ გაძლიერებულია ადგილობრივი წარმოება, ლოკალურად ძალიან ბევრ საავადმყოფოს თავისი ჟანგბადის ქარხნები აქვთ. ასევე ქვეყანაში მოგეხსენებათ, იწარმოება რამოდენიმე ქარხნის მიერ ჟანგბადი, ასევე საჭირო იყო ჟანგბადის იმპორტიც.