ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებს უკვე საქართველოში

14:29, 19.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებს უკვე საქართველოში.

„უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ჩანს, არც სხვა კორონავირუსები შეინიშნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ასევე, გამყრელიძემ ისაუბრა სეზონურ ვაქცინასთან დაკავშირებითაც. მისი ინფორმაციით, უკვე შემოსულია ვაქცინის 25 000 დოზა, რომელიც განაწილებულია პოლიკლინიკებში.

გამყრელიძე განმარტავს, რომ უპირველესად, რისკ-ჯგუფში შემავალი პირები იცრებიან.

მსგავსი