ამირან გამყრელიძე - გამოცდებზე ღია ფანჯრების პირობებში კონდიციონერების ჩართვა შესაძლებელია, ალბათ იგივე უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზეც
ამირან გამყრელიძე - გამოცდებზე ღია ფანჯრების პირობებში კონდიციონერების ჩართვა შესაძლებელია, ალბათ იგივე უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზეც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, გარე სისტემებზე მომუშავე კონდიციონერების ღია ფანჯრის პირობებში ჩართვა საფრთხეს არ წარმოადგენს.

გამყრელიძის თქმით, სწორედ ამიტომ მიიღეს ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერების ჩართვის გადაწყვეტილება.

თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, სავალდებულოა, რომ კონდიციონერის ჩართვის დროს, ადამიანებს პირბადე ეკეთოთ.

გამყრელიძემ „ფეისბუქ“ ლაივში შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ალბათ იგივე რეკომენდაცია უნდა გავრცელდეს სატრანსპორტო კომპანიებისთვის, რომ ტრანსპორტში ფანჯრების გაღების პირობით მოხდეს კონდიციონერის ჩართვა.

„ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლესი გაიდლანი დაიდო, სადაც ასე ვთქვათ ამ ეტაპზე წერტილი დაესვა იმას, რომ თუ ჩართულია კონდიციონერი, რომელიც შიგნით არ ატრიალებს ჰაერს და აქვს ოთახს გარეთ მიმოცვლა, ღია ფანჯრების ფონზე, საშიშროებას არ წარმოადგენს.

ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ეროვნულ გამოცდებთან მიმართებაში, რომ ღია ფანჯრების პირობებში კონდიციონერების ჩართვა შესაძლებელია. მხოლოდ, იმ პერიოდში აბიტურიენტებს და ყველას, ვინც იქ ბრძანდება, უნდა ეკეთოთ პირბადე. ჩვენ ვმუშაობთ, ალბათ იგივე უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.