ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია სტაბილურია, თუმცა საყურადღებო, ბაზრობებზე და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს, პირბადის ტარება კვლავაც აუცილებელია, გთხოვთ, ეს გავითვალისწინოთ
ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია სტაბილურია, თუმცა საყურადღებო, ბაზრობებზე და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს, პირბადის ტარება კვლავაც აუცილებელია, გთხოვთ, ეს გავითვალისწინოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები ყველამ სათანადოდ დაიცვას.

გამყრელიძემ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარებაზე და ყველას მოუწოდა, დახურულ სივრცეებში, დიდ თავშეყრის ადგილებში პირბადე გამოიყენონ.

„ეპიდსიტუაცია დღეს გარკვეულწილად სტაბილურია, თუმცა ფრიად საყურადღებო. მიუხედავად ყველა იმ შემსუბუქებისა, რაც ქვეყანაშია, იცით, ჩვენ ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ – არ ჩაიკეტოს ქვეყანა და მეორე მხრივ, რაც შეიძლება მეტი თავისუფლება, განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ეკონომიკას. მაგრამ ამავე დროს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება. რეგულაციები ყველამ უნდა დავიცვათ, მიუხედავად იმისა, რომ მოიხსნა გარე სივრცეებში პირბადის ტარების მანდატორიზმი, აუცილებელია, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, ასევე ტრანსპორტის გაჩერებებზე, ისევე, როგორც ბაზრობებზე და იქ , სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ვიდრე დაახლებით მოსახლეობის 30 პროცენტი არ აიცრება, კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში პირბადე რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ იარაღად. მივმართავ მოსახლეობას, გთხოვთ, ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.