ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 656 ათასი „პისიარ“ ტესტი და დაახლოებით 350 ათასამდე სწრაფი ტესტია ჩატარებული
ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 656 ათასი „პისიარ“ ტესტი და დაახლოებით 350 ათასამდე სწრაფი ტესტია ჩატარებული

დღევანდელი მონაცემებით, მთლიანად ქვეყანაში 656 ათასი „პისიარ“ ტესტია ჩატარებული და  დაახლოებით 350 ათასამდე სწრაფი ტესტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება როგორც „პისიარით“ ასევე სწრაფი ტესტებით.

„დღევანდელი მონაცემებით, მთლიანად ქვეყანაში 656 ათასი „პისიარ“ ტესტია ჩატარებული და  დაახლოებით 350 ათასამდე სწრაფი ტესტი. დღიური მაჩვენებელი ბოლო ერთ თვის „პისიარ“ ტესტირების არის დაახლოებით 9 208 და დაახლოებით 1 600-მდე სწრაფი ტესტი დღიური საშუალო. სწრაფ ტესტებს ვიყენებთ ძირითადად შემოსული ტრაილერის მძღოლებზე და ახლა ბათუმში ჩავრთეთ კარანტინში მყოფი ადამიანების მერვე დღე ტესტირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.