ამირან გამყრელიძე - დღეს შემოდის დამატებით 400 000 დოზა „ფაიზერი“, ვაქცინების მარაგი საკმარისია, მოვუწოდებ მოსახლეობას, ავიცრათ
ამირან გამყრელიძე - დღეს შემოდის დამატებით 400 000 დოზა „ფაიზერი“, ვაქცინების მარაგი საკმარისია, მოვუწოდებ მოსახლეობას, ავიცრათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს საღამოს „ფაიზერის“ დამატებით 400 000 დოზა შემოვა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინების მარაგი საკმარისია, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად აიცრან.

„მარაგი საკმარისია ქვეყანაში და მოვუწოდებ მოსახლეობას, ავიცრათ, განსკაუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის პერსონალის აცრა. იგივე, თუ ჩვენ გვინდა, დასწრებით სწავლა აღდგეს უნივერსიტეტებში, საჭიროა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იყვნენ აცრილი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.