ამირან გამყრელიძე - დავიჯერეთ, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ, მოვერიეთ კორონას, აღარც პირბადე გვინდა, აღარც დისტანცია  და არავითარი რეგულაცია
ამირან გამყრელიძე - დავიჯერეთ, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ, მოვერიეთ კორონას, აღარც პირბადე გვინდა, აღარც დისტანცია  და არავითარი რეგულაცია

დავიჯერეთ, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ, მოვერიეთ კორონას, დავამარცხეთ ის, აღარც პირბადე გვინდა, აღარც დისტანცია  და არავითარი რეგულაციის დაცვა. აი, ამან გამოიწვია ის აფეთქება, რომელიც გავრცელდა, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კითხვას, რატომ გავრცელდა კორონავირუსი აჭარაში.

მისივე თქმით, რეგულაციების დაუცველობასთან ერთად, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ზაფხულში აჭარის რეგიონში გაზრდილი მობილობა იყო.

„მთავარი მაინც იყო აგვისტოს განმავლობაში ძალიან დიდი მობილობა აჭარაში, კერძოდ ბათუმში და კიდევ მთავარი, ივნისში, ივლისში ჩვენ დავიჯერეთ, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ, მოვერიეთ კორონას, დავამარცხეთ ის, აღარც პირბადე გვინდა, აღარც დისტანცია  და არავითარი რეგულაციის დაცვა. აი, ამან გამოიწვია ის აფეთქება, რომელიც გავრცელდა. გარკვეულად ვპროგნოზირებდით, რომ ზაფხულის შემდეგ ეს გვექნებოდა სამწუხაროდ, აჭარიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.