ამირან გამყრელიძე - დაახლოებით 1 700-მა სტუდენტმა გაიარა გადამზადება და სხვადასხვა ინტენსივობით 1 000-მდე სტუდენტია ჩართული მუშაობაში
ამირან გამყრელიძე - დაახლოებით 1 700-მა სტუდენტმა გაიარა გადამზადება და სხვადასხვა ინტენსივობით 1 000-მდე სტუდენტია ჩართული მუშაობაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაახლოებით 1 700-მა სტუდენტმა გაიარა გადამზადება და აქედან სხვადასხვა ინტენსივობით პანდემიის მართვაში ჩართულია 1 000-მდე სტუდენტი.

„დაახლოებით 1 700-მა სტუდენტმა გაიარა გადამზადება და სადღაც 800-დან 1 000-მდე სხვადასხვა ინტენსივობით არის ჩართული მუშაობაში, პირველად ჯანდაცვაში, ჰოსპიტალურ ჯანდაცვაში, ე.წ. კლინიკურ სასტუმროებში მუშაობენ, ასეთი მასობრივი არ ყოფილა პენსიაზე გასული ექიმების დაბრუნება, მაგრამ მათი ნაწილი ნამდვილად დაბრუნდა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.