ამირან გამყრელიძე - ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ამჟამად ჯანმრთელად არის, მათზე დაკვირვება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება
ამირან გამყრელიძე - ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ამჟამად ჯანმრთელად არის, მათზე დაკვირვება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება

ჩინეთიდან სპეციალური ავიარეისეით ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ამჟამად ჯანმრთელად არის და მათზე დაკვირვება ორი კვირის განმავლობაში გაგარძელდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთში სხვადასხვა მიზნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ნებაყოფლობით ჩამოყვანა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მოხდა.

„გამთენიისას მათ დახვდათ ეპიდემიოლოგთა ბრიგადა, კლინიცისტები. გაიარეს თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი, შეივსო სპეციალური სააღრიცხვო ფურცლები. როგორც მოქალაქეებს განემარტათ, იმის გამო, რომ ჩინეთის თითქმის ყველა პროვინცია დაზიანებულია კორონავირუსული ინფექციით, გვქონდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მათგანი შესაძლო კონტაქტში იყო ინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომ გადაწყდა მათი იზოლორება, ანუ კარანტინში გადაყვანა ორი კვირის განმავლობაში საჩხერის სამედიცინო ცენტრის სასტუმრო განყოფილებაში. მათზე მიმდინარეობს და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, თუ რომელიმე მოქალაქეს შესაბამისი რესპირაციული სიმპტომები აღმოაჩნდება – ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ, სადაც ჩაუტარდება კლინიკური გამოკვლევები, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მართვა.

„ამ ეტაპზე, ისინი ჯანმრთელები არიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.