ამირან გამყრელიძე - ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში
ამირან გამყრელიძე - ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში

ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც, რომ, აი, რატომ არ წავედით სკოლაში, რატომ არ გვიშვებ, ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ მათ სკოლაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოში 15 სექტემბერს სწავლას იწყებდა დაახლოებით 120-140 ათასი სტუდენტი და ნახევარ მილიონზე მეტი სკოლის მოწაფე. ეს არის მობილობის ძალიან სერიოზული ზრდა უცბად, რამდენიმე დღეში. ეროვნულ გამოცდებზე, როცა მობილობის სერიოზული ზრდა იყო, ეს გამოცდა კარგად ჩავაბარეთ. ახლა, მართალი გითხრათ, ასეთი დიდი მობილობა, როცა შემთხვევების ზრდა გვქონდა ბოლო ექვსი დღის განმავლობაში და ასეულს გადავაჭარბეთ, შემაშფოთებელი იყო. დიდი მასა მოწაფეების და სტუდენტების 6-7 დიდ ქალაქშია. ამიტომ, მოკლე, ორკვირიან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მიზანშეწონილად მიიჩნია საკოორდინაციო საბჭომ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პირველ ოქტომბრამდე არ განიხილება გამონაკლისის დაშვება არც პირველკლასელებისთვის.