ამირან გამყრელიძე - ბათუმი ვაქცინაციის მაჩვენებლით უკვე 60 პროცენტზეა, თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 54 პროცენტია აცრილი
ამირან გამყრელიძე - ბათუმი ვაქცინაციის მაჩვენებლით უკვე 60 პროცენტზეა, თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 54 პროცენტია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, კოროავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყველაზე ნაკლებია თბილისსა და აჭარაში. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ეს აცრების მაჩვენებელს უკავშირდება.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი უკვე ორჯერადად აცრილია, ხოლო თბილისში 54 პროცენტს აღწევს. გამყრელიძის განცხადებით, სხვა რეგიონებში აცრების სტატისტიკა ჯერ კიდევ დაბალია.

„ორი თვის განმავლობაში დაახლოებით ერთი იმდენი თუ აიცრება, რამდენიც დღესდღეობით აცრილია, გავალთ იმ მაჩვენებელზე, რაზეც ბათუმი გავიდა. ბათუმმა უკვე 60-პროცენტიან ნიშნულს მიაღწია. წელს რაც გვქონდა მოზრდილი მოსახლეობის სამიზნე, სამოც პროცენტზე გასვლა, ბათუმი უკვე გავიდა 60 პროცენტზე, თბილისი უახლოვდება. თბილისში ორჯერადად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 54 პროცენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სხვა რეგიონებში მაჩვენებელი 30 პროცენტის ფარგლებშია, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა, სადაც აცრების მაჩვენებელი 37 პროცენტია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.