ამირან გამყრელიძე - ათი დღის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გადაადგილებაზე შეზღუდვასთან დაკავშირებით
ამირან გამყრელიძე - ათი დღის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გადაადგილებაზე შეზღუდვასთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გაიმართა მსჯელობა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით ათი დღის განავლობაში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას დააკვირდნენ და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეყილება მას შემდეგ მიიღონ.

„გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით რამდენჯერმე იყო მსჯელობა. საკოორდინაციო საბჭოს პოზიციაა, რომ ყველაფერი თანდათანობით მოხდეს. მოგეხსენებათ, კომენდანტის საათს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა ეპიდსიტუაციის მართვაში. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში დავაკვირდეთ ვითარებას, რის შემდეგაც მიიღებს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.