ამირან გამყრელიძე - „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასი დოზა საქართველოში 6 მაისს უნდა ჩამოვიდეს, დანარჩენი 43 ათასი კი, მაისის შუა რიცხვებში
ამირან გამყრელიძე - „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასი დოზა საქართველოში 6 მაისს უნდა ჩამოვიდეს, დანარჩენი 43 ათასი კი, მაისის შუა რიცხვებში

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასი დოზა საქართველოში 6 მაისს უნდა ჩამოვიდეს, დანარჩენი 43 ათასი კი, მაისის შუა რიცხვებში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებითაც.

„ნოვავაქსთან“ უფრო წინაა მოლაპარაკებები. კონტრაქტამდე იყო მისული და „ნოვავაქსი“ ალბათ, უფრო ადრე გამოჩნდება ბაზარზე. რაც შეეხება „ჯონსონ ენდ ჯონსონს“, რომელიც ამერიკაში ადმინისტრირდება, იქ ისეთი პრობლემები შეიქმნა, დროებით შეაჩერეს, მაგრამ ისევ აღადგინეს და აღნიშნული ვაქცინა, ისევე როგორც „მოდერნა“ გამოვიდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამინისტრო მუშაობს ამ ორივე ვაქცინაზე.

ამასთან, მოგეხსნებათ, გუშინ „მოდერნას“ ჯანმო-მ მისცა ავტორიზაცია.

„ასტრაზენეკას“ რაც შეეხება, გადაიწია ლოჯისტიკური პრობლემების გამო ჩამოსვლამ. 6 მაისს უნდა ჩამოვიდეს 43 000 დოზა და მაისის შუა რიცხვების განმავლობაში დანარჩენი 43 000 დოზა“, – განუცხადა პირველ არხს გამყრელიძემ.