ამირან გამყრელიძე - აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონებში საკმაოდ კარგად არის დაცული პრევენციული ღონისძიებები
ამირან გამყრელიძე - აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონებში საკმაოდ კარგად არის დაცული პრევენციული ღონისძიებები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონებში პრევენციული ღონისძიებები საკმაოდ კარგად არის დაცული.

მისივე თქმით, არსებობდა ალბათობა იმისა, რომ სილამაზის სალონების დაკეტვის შემთხვევაში, საქმიანობა სახლებში გაეგრძელებინათ, რაც გაცილებით რისკის შემცველი იქმებოდა.

„რისკი ყველგან არის, მაგრამ ფასდება ეგრეთ წოდებული შედარებითი რისკი. როდესაც შეფასდა შედარებითი რისკი, აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონებში საკმაოდ კარგად არის დაცული პრევენციული ღონისძიებები. არის მეორე რისკი, რომ დაიკეტოს დღეს და შეიზღუდოს სილამაზის სალონები, ეს ბიზნესი ინაცვლებს შემდეგ ჩრდილში, ანუ შემდეგ ეს ადამიანები დადიან სახლებში და შესაძლებელია, რომ უფრონ მეტი იყოს გავრცელების რისკი. ამიტომ, ეს რისკი რომ შეფასდა, ჩაითვალა საკორდინაციო საბჭოს მიერ მიზანშეწონილად, რომ ამ ტიპის მიდგომა ყოფილიყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.