ამირან გამყრელიძე - ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამაზე უფრო მაღალია სიცოცხლისა და  ჯანმრთელობის უფლება
ამირან გამყრელიძე - ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამაზე უფრო მაღალია სიცოცხლისა და  ჯანმრთელობის უფლება

ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლება არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამაზე უფრო მაღალია სიცოცხლისა და  ჯანმრთელობის უფლება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციის თუ დიდი შეკრების ყველა მონაწილეს უნდა ეკეთოს პირბადე, დაიცვას დისტანცია და ხელები ხშირად დაიმუშავოს.

„ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლება არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამაზე უფრო მაღალია სიცოცხლისა და  ჯანმრთელობის უფლება. ამიტომ, ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გამოხატვას არავინ არავის ვერ და არ აუკრძალავს, მაგრამ კეთილი უნდა ვინებოთ, რომ ჩვენი შეკრება, მიტინგი იქნება თუ სხვა ტიპის, არ იქცეს ინფექციის გავრცელების დამატებით წყაროდ. ჩვენი ხუთი რეკომენდაციიდან ერთ-ერთი არის სწორედ დიდი შეკრებებისგან თავის არიდება, რა მიზნითაც არ უნდა იყოს ის. ნებისმიერი დიდი შეკრება არის მომატებული რისკი, მით უმეტეს პანდემიისა და ეპიდემიის პირობებში. ამიტომ, კეთილი უნდა ვინებოთ, ვინც იქნებიან აქციაზე, ყველამ დაიცვას დისტანცია, ყველას ჰქონდეს პირბადე, იყოს საშუალება, რომ ხშირად დავიმუშაოთ ხელები და არ იყოს მისალმებები იმ ტიპის, როგორიც გვიყვარს ქართველებს – ერთმანთთან ჩახუტება, გადაკოცნა და ა.შ“, – განაცხადა გამყრელიძემ.