ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტია მოთავსებული
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტია მოთავსებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყირიმ-კონგოს სახელწოდებით ცნობილი დაავადება ერთ-ერთი მძიმე დაავადება, რომელიც ადამიანზე ცხოველიდან გადადის.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს.

„ყირიმ-კონგო გახლავთ ერთ-ერთი მძიმე დაავადება, რომელიც ადამიანზე ცხოველიდან გადადის. მისი ე.წ. ენდემური კერები გვაქვს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხაშურში და კიდევ რამდენიმე რეგიონში. აქტიურად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რადგან პარალელურად ხდება შინაური ცხოველების დამუშავება. ახლა ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.